დასავლეთის განცხადებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას გეგმავს, მიზნად ისახავს საკუთარი მოსახლეობის დაშინებას, - ამის შესახებრუსეთის პრეზიდენტმავლაიდმირ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სატელიტებს „ეშინიათ დიდი, ძლიერი რუსეთის“, თუმცა ამას ამაოდ აკეთებენ.
„ჩვენ არ გვაქვს აგრესიული განზრახვები ამ სახელმწიფოების მიმართ. შესაძლებლობა, რომ თავს დავესხათ სხვა ქვეყნებს, მათ შორის, პოლონეთს, ბალტიის ქვეყნებს, ჩეხეთს, ეს სრული სისულელეა. ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მოატყუონ თავიანთი მოსახლეობა“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი არ აპირებს ნატო-სთან ომს, განსხვავება სამხედრო ხარჯებში საკმაოდ დიდია. მისი თქმით, 2022 წელს აშშ-ს 811 მილიადი დოლარის ოდენობის სამხედრო ხარჯი ჰქონდა, ხოლო რუსეთს 72 მილიარდი. მისივე თქმით, ნატო-ს საზღვრებისკენ რუსეთი არ მიიწევდა და ეს პირიქით მოხდა.
„ჩვენ არავის ვხებოდით - ისინი მიდიოდნენ ჩვენსკენ. ჩვენ რა, ოკეანის იქით გადავედით შეერთებული შტატების საზღვრამდე? არა, ისინი გვიახლოვდებიან და ახლოს არიან. ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ უბრალოდ ვიცავთ ჩვენს ხალხს ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებზე“, - თქვა რუსეთის დიქტატორმა.