დსთ-ს ქვეყნები ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და თითქმის ყველა მათგანთან გვაქვს ძალიან განვითარებული ორმხრივი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოს და მოლდოვას, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დსთ-ს ქვეყნები ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და თითქმის ყველა მათგანთან გვაქვს ძალიან განვითარებული ორმხრივი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოს და მოლდოვას. დანარჩენზე კი თუ ვსაუბრობთ, მათ სუვერენიტეტს აბსოლუტური პატივისცემით ვეპყრობით. და ამავე დროს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი საერთო ისტორია, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც განვითარდა საბჭოთა პერიოდში.
დიახ, ახლა ამ ქვეყნებს აქვთ განვითარების საკუთარი ტრაექტორია, მაგრამ მათი ერთგულება საერთო ინტეგრაციული პროცესებისადმი რჩება. ჩვენ გვაქვს ყველაზე მოწინავე ინტეგრაცია ბელaრუსთან, ის არის ჩვენი უახლოესი პარტნიორი და მოკავშირე”, - განაცხადა პესკოვმა.
სომხეთზე საუბრისას პესკოვმა აღბიშნა, რომ ორ ქვეყანის ურთიერთობებიშ რთული პერიოდოა.
„ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ ჩვენს მეგობარ, მოძმე სომხეთთან ურთიერთობაში. ის კიდევ უფრო მეტია, ვიდრე მოძმე ქვეყანა, რადგან აქ კიდევ უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში“, - თქვა პესკოვმა.
ცნობისათვის, საქართველომ 2009 წლის 18 აგვისტოს დსთ ოფიციალურად დატოვა. როგორც ჩანს, პესკოვს ეს „დაავიწყდა“