პარტია "საქართველოსთვის" აპირებს, ჩაერთოს "ქართული ოცნების" მიერ წამოწყებულ საკონსტიტუციო განხილვაში, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა
ლილუაშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" არ მისცემენ საშუალებას, ბავშვები საკუთარი პროპაგანდისთვის გამოიყენოს.
"საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩავერთვებით, რათა პროპაგანდა არ გახდეს "ოცნების" პოლიტიკური იარაღი. არავის მივცემთ საშუალებას, რომ ბავშვები პროპაგანდის ინსტრუმენტად გამოიყენონ." – აქვეყნებს პარტია საქართველოსთვის ლილუაშვილის სიტყვებს.
ლილუაშვილის თქმით, "საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრიც მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე".
"ჩვენ ჩავერთვებით ამ პროცესში. ჩავერთვებით იმიტომ, რომ პროპაგანდა არ გახდეს ამ საკითხის ყველაზე დიდი პროპაგანდისტის - „ოცნების” (ეს ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ჩანს) პოლიტიკური იარაღი. საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ჩანაფიქრიც მიმართულია ამ საკითხის კიდევ უფრო მეტ პროპაგანდაზე.
უბრალოდ, რომ “დაგუგლოთ” “ლგბტ პროპაგანდა”, სიის დასაწყისში შეგხვდებათ მამუკა მდინარაძე, როგორც ამ საკითხის მთავარი პროპაგანდისტი. ამიტომ, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას პროცესში ჩართვის გზითაც, რომ ბავშვები გამოიყენოს პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად." – გამოეხმაურა ბექა ლილუაშვილი ქართული ოცნების ინიციატივას.
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომმმართველიპარტია საკონსტიტუციო ცვლილებებს დააინიცირებს, რომელიც "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას" შეეხება.