სერიოზული პრობლემაა, რომ „ევრონესტის“ ასამბლეაზე, ამხელა დელეგაციაში ათზე მეტი ხელმოწერა ვერ გროვდება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„სიმართლე გითხრათ, რა მოხდა, არ ვიცი. რასაც საჯარო სივრცეში ვისმენ, ეს არის პირველი წყარო. ჩემს კოლეგებთან არ მისაუბრია. დელეგაციის ხელმძღვანელი რომ ვყოფილიყავი, ჩემს კოლეგებთან უფრო მეტი კომუნიკაცია მექნებოდა. ამხელა დელეგაციაში ათზე მეტი ხელმოწერა რატომ ვერ გროვდება? ეს სერიოზული პრობლემაა. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ანტიდასავლური რიტორიკა აქვს. შეიძლება, კომუნიკაციის ნაკლებობა იყო. რა ხდებოდა, არ ვიცი. საერთაშორისო ფორმატებში რეზოლუციებისთვის მხარი დამიჭერია და ეს სწორედ კომუნიკაციის შედეგი იყო. დელეგაციის ხელმძღვანელი ვალდებულია, ეს განმარტება და რეზოლუცია დელეგაციას წარუდგინოს. პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ სპექტრში კომუნიკაციის ნაკლებობაა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.