რუსეთის ძალებმა გასულ ღამეს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს.
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე, რვა სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გათიშვის ზღვარზეა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმის დროს, დილის 5:10 საათზე, გაითიშა გარე საჰაერო ხაზი, რომელიც აკავშირებს დროებით ოკუპირებულ ზაპორიჟიეს უკრაინის ერთიან ენერგოსისტემასთან.
დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.
ზაპოროჟიეს საკრებულოს თავმჯდომარემ ანატოლი კურტევმა განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, ორი კერძო სახლი განადგურდა. დაზიანდა კიდევ 7 სახლი. მისვე თქმით, არიან დაშავებულები, მათი რაოდენობა დგინდება.
კრივოი როგის დაბომბვის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ქალაქის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის ოლექსანდრ ვილკულის განცხადებით, მტერმა რატეტებისა და დრონების გამოყენებით კომბინირებული შეტევა განახორციელა.
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე ბოლო დროს განმვალობაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელეს.
„{მტრის} მიზანია არა მხოლოდ დაზიანება, არამედ ქვეყნის ენერგოსსიტემის მასტაბური გათისვის მცდელობა, როგორც შარშან. სამწუხაროდ, დაზიანებებია გენერაციის ობიექტებზე, გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზე. გარდა ამისა, დაბომბვის გამო ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმწოდებელი ერთ-ერთი ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა“, - წერს გალუშჩენკო სოციალურ ქსელში.
რეგიონებში, რაიონების ნაწილს ელექტროენერგია შეფერხებებით მიეწოდება. სპეციალისტები უკვე მუშაობენ ელექტრომომარაგების აღდგენაზე.