რუსეთის ძალებმა დაბომბეს ხერსონისა და დონეცკის ოლქებში ორი დასახლება, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებით, კუპანტების სამიზნე კერძოსექტორი გახდა.
უკრაინული მედიის ცნობით, დაბომბვის დროს დაღუპულები და დაშავებულები თავიანთ საცხოვრებელ სახლებში იმყოფებოდნენ.