უკრაინული მედიის ცნობით, 21 მარტის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოცვივდა, საბავშვო ბაღის, საცხოვრებელი კორპუსისა და სატრანსფორმატორო ქვესადგურის ტერტორიებზე, დაშავდა ათი ადამიანი.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, შევჩენკოვსკის რაიონში დაიწვა ავტომობილები. საცხოვრებელ სახლის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.
საჰაერო თავდაცვამ 30-მდე რაკეტა ჩამოაგდო, მათ შორის ბალისტიკური.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მტერმა დარტყმები რუსეთის ტერიტორიიდან განახორციელა და გამოიყემა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები.
კომპლექსური მანევრების შემდეგ რაკეტები უკრაინის დედაქალაქს სხვადასხვა მიმართულებიდან ერთდროულად მიუახლოვდნენ .
საჰაერო თავდასხმის განგაში კიევში თითქმის 3 საათს გაგრძელდა.