უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვისას გამოეხმაურა ხარკოვზე რუსეთის თავდასხმას, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა.
„ჩვენი ხარკოვი. ორ წელზე მეტია ხარკოვი და რეგიონი რუსეთის საშინელი თავდასხმების ქვეშ იმყოფება. რაკეტებით განადგურდა სალტოვკა, დაზიანდა ქალაქის სხვა უბნები და ქუჩები. განადგურდა რეგიონის სოფლები და ქალაქები.
დღეს იყო რუსეთის მორიგი დარტყმა ხარკოვზე, რომელსაც არ შეუძლია რაიმეზე გავლენა მოახდინოს, გარდა იმისა, რომ უკრაინა უპასუხებს კიდევ უფრო პრინციპულად და ზუსტად,” - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ყველა რეგიონს, რომელიც განიცდის რუსული ძალების თავდასხმას, სჭირდება საჰაერო თავდაცვა.
„ეს ყველამ უნდა გაიაზროს. ხარკოვს სჭირდება საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები. სუმის რეგიონს სჭირდება საჰაერო თავდაცვა. ჩერნიჰივის რეგიონს და ყველა ჩვენს სხვა რეგიონს, რომლებიც განიცდიან რუსული ტერორს. პარტნიორებს აქვთ ეს თავდაცვის სისტემები და მათ უნდა გაიგონ, რომ საჰაერო თავდაცვამ უნდა დაიცვას სიცოცხლე“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.
20 მარტს რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ერთ-ერთ უბანს დაარტყეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა.