ნიდერლანდები უკრაინისთვის150 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს საბრძოლო მასალის და 200 მილიონ ევროს უპილოტო თვითმფრინავებისთვის შესაძენად.
ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა.
საუბარია საბრძოლო მასალაზე F-16-ის გამანადგურებლებისათვის, რომლებიც უკრაინაში იგზავნება.
ნიდერლანდები ასევე აგზავნის რუმინეთში ადრე დაპირებულ F-16-ის
საბრძოლო თვითმფრინავებს.
თვითმფრინავები იქ გამოიყენება უკრაინელი და რუმინელი პილოტების სასწავლო ცენტრისთვის. ეს ეხება არა მხოლოდ თავად თვითმფრინავებს, არამედ მასთან დაკავშირებულ ყველა სათადარიგო ნაწილს და საბრძოლო მასალას.
ნიდერლანდები დანიასთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ხელმძღვანელობს უკრაინის "საჰაერო ძალების კოალიციას". სწავლებისთვის რუმინეთს ნიდერლანდებიდან 18 F-16-ის თვითმფრინავი გადაეცა. კიდევ 24 გამანადგურებელი განკუთვნილია უკრაინაში მიწოდებისთვის.
ნიდერლანდებს ასევე 200 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის წვლილი შეაქვს უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში.
იგეგმება მნიშვნელოვანი რაოდენობის ISR-ის (სადაზვერვო-სამეთვალყურეო) დრონების შეძენა და უკრაინაში გაგზავნა.
ეს კეთდება სხვა პარტნიორებთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ
”ამ დრონებს უკვე იყენებენ და დაამტკიცეს, რომ ბრძოლის ველზე შესანიშნავად მოქმედებენ”, - თქვა ოლონგრენმა.