პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავამ გადაცემა “რეაქციაში“ მოსახლეობის ემიგრაციაში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, დიმიტრი ხუნდაძე გამოდიოდა და ემიგრაციაზე საუბრობდა, რომლის სიძეც მექსიკის გავლით ამერიკაში დევნილად არის ჩაბარებული.
სიჭინავას თქმით, ამ ადამიანმა დემოგრაფიულ საკითხებზე არ უნდა ილაპარაკოს.
„იმიტომ კი არ მიდიან მარტო, რომ სოციალური უთანასწორობაა, სამართლიანი წესრიგი არ არსებობს ქვეყანაში. ყველაზე დიდი წილი, რომლებიც გადიან, არიან ახალგაზრდები, რომლებიც ამ ქვეყნის ეკონომიკაში უნდა ქმნიდეს დოვლათს.
ეს ადამიანი, რომელიც მენტალურადაც იმ პარტიას წარმოადგენს, რომელსაც სხვას აბრალებს რომ კავშირშია, ნაცი მდინარაძე, მდინარაძე არის მენტალურად და საქმით ნაცი. მდინარაძემ გადახედოს საკუთარ უმრავლესობას - ბექა ოდიშარიათი დაწყებული, ვასილ ჩიგოგიძით გაგრძელებული და ანზორ ბოლქვაძით - ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას არ ჰყავს ნაცი დეპუტატი, რამდენიც მამუკა მდინარაძეს ჰყავს უმრავლესობაში დღეს. ეს ადამიანები ვინმეს ნაცობაზე რომ საუბრობენ," - განაცხადა სიჭინავამ.