ნატო-სთან დაახლოების საკითხი "ქართული ოცნების" დღის წესრიგში არ დგას, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ის წარმომადგენელი კობახიძის განცხადებებს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური
მის თქმით, “ქართული ოცნება" არ ატარებს იმ ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
ნატოსთან დაახლოების საკითხი "ოცნების" დღის წესრიგში არ დგას. ჩვენ ვნახეთ კობახიძის გამოსვლა. ეს არ არის იმ ქვეყნის მეთაურის გამოსვლა, რომელსაც პრეტენზიაა აქვს, რომ ახლა რეფორმებს დიდი ნაბიჯებით ახორციელებს და ცდილობს დაუახლოვდეს და გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. მათ სჭირდებათ ეს ფასადი, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მათი ინტერესი არ არის იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენ მიგვიყვანს ნატოსა და ევროკავშირის წევრობამდე", -განაცხადა ჭიაბერაშვილმა.