აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კლუბ Gridiron Club-ის ყოველწლიურ ვახშამზე სიტყვით გამოსლისას ამერიკის ყოფილ პრეზიდენტზე, თავის კონკურენტ დონალდ ტრამპზე იხუმრა. იუწყება Reuters.
"ერთი კანდიდატი ზედმეტად მოხუცი და მენტალურად შეუფერებელია პრეზიდენტობისთვის, მეორე მე ვარ", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენმა ხაზი გაუსვა მედიის მნიშვნელობას, რომელიც, მისი თქმით, არ არის „ხალხის მტერი“, რაც მკვეთრად განსხვავდება ტრამპის წინა შენიშვნებისგან მედიის შესახებ.
მან ასევე ილაპარაკა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე. „ჩვენ ქედს არ მოვიხრით, ისინი {უკრაინელები} არ ქედს იხრიან და არც მე მოვიხრი“, - განაცხადა ბაიდენმა.
როგორც მედია წერს, პირველი შემთხვევაა, როდესაც ბაიდენი გამოჩენა Gridon Club-ის ვახშამს პირადად დაესწრო. ღონისძიებას ყოველწლიურად პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ესწრებიან.