თვეების მანძილზე აანონსებდნენ, რომ პოლიტიკური პარტია უნდა შეექმნათ და საბოლოო ჯამში, მინიმარკეტის გახსნის პრეზენტაცია ვიხილეთ, - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა რუსთავი ორის ეთერში, პარტია „ახალის’ პრეზენტაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ეს იყო ძალიან დაბალი ხარისხის სატირა. მთელი ამდენი ხნის, თვეების მანძილზე აანონსებდნენ, რომ პოლიტიკური პარტია უნდა შეექმნათ და საბოლოო ჯამში, მინიმარკეტის გახსნის პრეზენტაცია ვიხილეთ, ამას უფრო მოგვაგონებდა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა.
შემდეგ კიდევ, ვითომ ეს ორი ლიდერი ჰყავთ და ერთი მეორეს ექიშპებოდნენ, საუბარს არ აცდიდნენ და ა,შ. საზოგადოება იმასაც დაინახავდა, რომ სინამდვილეში რაღაცა თანაბარი ლიდერი კი არა, ბატონ-ყმობასთან უფრო გქონდა საქმე, ესეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა საზოგადოებას.
მეორე მხრივ, ამათ მაინც ერთი დირექტორი ჰყავთ და ყველა აღიარებს ამას. ეს დირექტორი ვინ არის? მიხეილ სააკაშვილი“, - განაცხადა იონათამიშვილმა.