გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსი დათანხმდა გერმანიის საჰაერო ძალებმა ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით მიაწოდოს. მან შესაბამისი დავალება ბუნდესვერის მისამართით უკვე გასცა
მანამდე ბუნდესვერმა დაადასტურა შესაბამისი ოპერაციისთვის მზადება, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთში განთავსებული გერმანული სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 გამოყენებული იქნება ღაზის სექტორში მყოფი პალესტინელებისთვის დახმარების მისაწოდებლად.
„ღაზის მოსახლეობას არ აქვს ძირითადი საჭიროებები. ჩვენ გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა მათ ჰქონდეთ წვდომა საკვებსა და მედიკამენტებზე. ამისთვის ბუნდესვერი გამოყოფს ორ სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელთაგან თითოეულს შეუძლია18 ტონა ტვირთის გადაზიდვა“, - თქვა პისტორიუსმა.
პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება არ არის უსაფრთხო პროცედურა, მაგრამ მისი თქმით, ოპერაციისთვის გამოყოფილი ეკიპაჟები, კარგად არიან მომზადებული და აქვთ დიდი გამოცდილება.
ამრიგად, გერმანია მონაწილეობას მიიღებს იორდანიის მიერ ინიცირებულ საჰაერო ხიდში. მისიაში სხვა პარტნიორებიც მონაწილეობენ, მათ შორის შეერთებული შტატები და საფრანგეთი. ოპერაცია შეიძლება დაიწყოს უკვე კვირის ბოლოს.
გაერო ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულს უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა შიმშილის საფრთხის წინაშეა, თუ სატვირთო მანქანებით საკვების მიწოდებას სხვა მარაგი არ დაემატება. ღაზის სექტორში დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.