ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ გაერთიანებაზე საუბარი, რომელსაც არ აქვს შინაარსობრივი ერთობა და ტექნიკური ხასიათისაა, რათა ბარიერი გადაილახოს, არარეალისტურია.
„ეს არ მოიტანს შედეგს და მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების სასარგებლოდ იმოქმედებს. პარტიებისთვის მთავარია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააქტიურდეს და რაც შეიძლებმა მეტმა გაიგოს, თუ რისი გაკეთება სურთ პარტიებს, ევროპული საქართველო სწორედ ამას აკეთებს.
მხოლოდ დიდი კრიტიკული მასის არსებობა არის გასაღები და გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება დამარცხდეს არჩევნებზე და არა რაღაც მექანიკური გაერთიანებები, რომელიც არარეალისტური იქნება“ - თქვა გიგი წერეთელმა.