პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს, რომ პოლონეთის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მისი უსაფრთხოებისთვის რისკია, თუმცა ქვეყნისთვის ომის საფრთხე ჯერ არ არსებობს.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთს პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თქვა, რომ არსებობს ინციდენტები, განსაკუთრებით, საჰაერო სივრცეში.
”ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი არ არის და არც მომავალში იქნება მშვიდობიანი დასავლეთის, ნატო-ს და განსაკუთრებით ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის, განსაკუთრებით პოლონეთის მიმართ, მაგრამ მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს ღია კონფლიქტი ნატო-სთან“, - განაცხადა მან.
ტუსკის თქმით, ასეთი სცენარის ალბათობა გაიზრდება, თუ ნატო პრაქტიკულად შეწყვეტს ფუნქციონირებას.