საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ფინასური მაქინაციების ფაქტები გამოვლინდა. როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა, 2008 წელს 11 დეკემბერს ფედერაციამ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისგან" 165 536 ლარი ისესხა, საიდანაც 115 ათასი ლარი ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, უჩა უგულავას პირად ანგარიშზე ჩაირიცხა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ფედერაციის გენერალური მდივანი რეზი არველაძე დასძინა, რომ "ამას თავის ახსნა ექნება".
"ძალიან დიდი გასაჭირი იყო ფედერაციაში და ამას თავისი ახსნა ექნება", - აღნიშნა არველაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უგულავა ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.