თბილისის მერს - კახი კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან იმიტომ რომ ყველა კარტელურ, კრიმინალურ გარიგების წილშია, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა, კახა კალაძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“თბილისის მერს - კახი კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან იმიტომ რომ ყველა კარტელურ, კრიმინალურ გარიგების წილშია.
როგორ შეიძლება არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება და აწუხებს ?
წლების შედარება არ მოსწონთ თურმე და როცა უნდათ 2005-2006 წლებში ჩადიან.
გვიპასუხეთ 2024 წელს, პორტამდე მოსული საწვავი 1.65 ლარი რომ ღირს, პორტიდან 200 მეტრში 3.2 ლარი რატომ ღირს ?
უთხარით ხალხს სიმართლე ! 1.65 ლარი არ არის ის ფასი რაც პორტამდეა ? და ამ 1 ლარს და 50 თეთრს ვინ და რაში ამატებს? - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
კახა კალაძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი პერფორმანსებით არის დაკავებული.