არასამთავრობო ორგანიზაციებმა შარშან, შარშანწინ იმედები გაუცრუეს ამერიკას, შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძეს ჰკითხეს : „რა არის იმის მიზეზი, რომ ამერიკამ რვა მილიონი დოლარით შეამცირა დაფინანსება?“
„ვერ გეტყვით, ამ გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატები. იცით, რომ ამ დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი მიემართება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმედები გაუცრუეს ამერიკის სახელმწიფოს შარშან, შარშანწინ. შეიძლება, ეს გახდა დაფინანსების შემცირების მიზეზი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.