ყოველ კვირას უერთდებიან ადამიანები ლელოს, მოდიან და ამბობენ - "ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ თქვენთან ერთად უკეთესი მომავლისთვის", - ამის შესახებ პარტია ლელოს პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა.
„მე ვიცი, რომ ძალიან მაღალი შანსი აქვს ლელოს, დაარწმუნოს საქართველოს ამომრჩევლის ძალიან დიდი უმრავლესობა, რომელიც ეძებს კონკრეტულ წინადადებებს. ლელოს რეიტინგი და მხარდაჭერა იზრდება. ჩვენს პარტიაში ხდება ის, რაც დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში წარმოუდგენელია - ხალხი მოდის და საკუთარი სურვილით გვიერთდება, წევრიანდება პარტიაში... ყოველ კვირას უერთდებიან ადამიანები ლელოს, მოდიან და ამბობენ - "ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ თქვენთან ერთად უკეთესი მომავლისთვის". ოღონდ იმ ადამიანს უნდა ბრძოლა მართლა უკეთესი მომავლისთვის, უნდა, რომ პენსია გაიზარდოს 1 000 ლარამდე“, - განაცხადა სამადაშვილმა.