ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ბუქარესტში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესში მონაწილეობდა, სადაც ოფიციალურად გაიხსნა საარჩევნო კამპანია, გამოიცა მანიფესტი და მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი რეზოლუცია.კონგრესზე სიტყვით გამოვიდნენ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერები და მაღალი დონის დისკუსიები წარიმართა. ევროპის სახალხო პარტიის დელეგატებმა კენჭისყრით ორსულა ვონ დერ ლაიენი აირჩიეს ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატად. ახალი სტრუქტურების დაკომპლექტება დაიწყება ევროპარლამენტის არჩევნების დასრულების შემდეგ.
„ივნისში არჩევნებში ევროპის სახალხო პარტიისა და მისი ლიდერების: ორსულა ვონ დერ ლაიენის, რობერტა მეცოლას, მანფრედ ვებერისა და სხვების წარმატება და კვლავ საკვანძო პოზიციებზე ყოფნა დიდი მხარდაჭერა იქნება საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, უკრაინის წარმატებისთვის, ევროპის გაფართოებისა და მშვიდობიანი განვითარებისთვის.
გიგი წერეთელი სიტყვით გამოვიდა პოლიტიკურ ასამბლეაზე, ასევე გამართა შეხვედრები EPP-ის წევრი სახელმწიფოების პოლიტიკურ ლიდერებთან და დელეგაციებთან.