გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა მხარი დაუჭირა ბრიტანელი კოლეგის დევიდ ქემერონის წინადადებას ბრიტანეთთან ფრთოსანი რაკეტების გაცვლასთან დაკავშირებით, რათა უკრაინამ შორი დისტანციის იარაღა მიიღოს. იუწყება Spiegel
"ეს იქნება ვარიანტი {რაკეტების გაცვლა დიდ ბრიტანეთთან}," - თქვა ბერბოკმა.
მისივე თქმით, მსგავსი გაცვლა უკვე განხორციელდა სხვა აღჭურვილობით, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
"ეს, ასე ვთქვათ, გერმანული გამოგონებაა. ეს იქნება ვარიანტი. ჩვენ ეს უკვე გავაკეთეთ სხვა აღჭურვილობით რამდენიმე ხნის წინ", - თქვა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ქემერონმა ოფიციალურად შესთავაზა გერმანიას, გაცვალონ Taurus-ის რაკეტები ბრიტანულ Storm Shadow -ში უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მისაწოდებლად.