ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა ოფიციალურად შესთავაზა გერმანიას, გაცვალონ Taurus-ის რაკეტები ბრიტანულ Storm Shadow -ში უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მისაწოდებლად. ამის შესახებ მან გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა ვარიანტი უკრაინისთვის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად“, - განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ქემერონის იდეა არის ის, რომ გერმანია Taurus-ის მიაწოდებდა ბრიტანეთს, ხოლო ბრიტანეთის მთავრობა უკრაინას სანაცვლოდ დამატებით Storm Shadow-ისრაკეტებს გადასცემდა.
„ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს გერმანელ პარტნიორებთან ამ და ყველა სხვა საკითხზე, რათა დავეხმაროთ უკრაინას“, - განაცხადა კემერონმა.
ქემერონმა უარყო შეშფოთება, რომ ფრთოსანი რაკეტების მიწოდებამ, შეასაძლოა, გამოიწვიოს უკრაინაში ომის ესკალაცია.
„სავსებით შესაძლებელია ამ იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესება, რათა მათ არავითარ შემთხვევაში არ შეუწყონ ხელი კონფლიქტის ესკალაციას“, - განაცხადა მინისტრმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ენდობა უკრაინის მიერ გაცემულ გარანტიებს. "სხვაგვარად, ჩვენ ამას არ გავაკეთებდით," - განაცხადა ქემერონმა.