აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაქო უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მას "ფანტასტიკური ლიდერი" უწოდა.
მან განცხადებები გააკეთა მარ-ა-ლაგოს მამულში. იუწყება Bloomberg.
ტრამპმა თქვა, რომ ორბანი არის „ფიგურა, რომელიც არ იწვევს კამათს, რადგან ამბობს: „ეს მოხდება“ და ამით ყველაფერი მთავრდება“.
"ასეა, არა? ის არის ბოსი. არა, ის შესანიშნავი ლიდერია, ფანტასტიკური ლიდერი", - დასძინა ტრამპმა.
ორბანი ტრამპს აშშ-ში ფლორიდაში შეხვდა. მათ განიხილეს „უნგრეთთან და შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით ძლიერი და უსაფრთხო საზღვრების უმთავრესი მნიშვნელობა თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად“.
შეხვედრის შემდეგ ორბანმა კიდევ ერთხელ შეაქო ტრამპი და თქვა, რომ თუ ის ხელისუფლებაში დაბრუნდებოდა, „სამყარო უკეთესი იქნებოდა“.