თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ჰიტლერს, სტალინს და მუსოლინის ადარებს.
„ნეთანიაჰუ და მისი ადმინისტრაცია, ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებით, წერენ თავიანთ სახელებს ჰიტლერის, მუსოლინის და სტალინის გვერდით, როგორც დღევანდელი ნაცისტები“, - თქვა ერდოღანმა სტამბოლში გამოსვლისას.
ერდოღანმა ადრე ისრაელს "ტერორისტულ სახელმწიფოდ" უწოდა და დაადანაშაულა ღაზაში "გენოციდში".
მანამდე თავის გამოსვლაში მან კვლავ უარი თქვა ჰამასის ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებაზე და განაცხადა, რომ თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს ჰამასს და მის ლიდერებს.