არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს კონსტიტუციით, კანონით. ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, თავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ რკინის ღობის განთავსების მთავარი მიზანი და მოტივაცია იყო უსაფრთხოება.
„დამისახელეთ ქვეყანა, რომლის მთავრობის მეთაური ზის დაუცველ ღობის გარეშე შენობაში. მთავარი მიზანი და მოტივაცია, როდესაც მე ეს გადავწყვიტე, იყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე და რატომ? ეს დესტრუქციული ძალები, რომლებიც გახსოვთ, რომ პირდაპირ ჩვენს გმირ პოლიციელებს როგორ შეურაცხყოფდნენ კანცელარიის წინ, ხან ფქვილი დააყარეს, ხან საღებავი შეასხეს და ჩვენს თანამშრომლებს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს როგორ აწუხებდნენ, შიგნით შეცვივდებოდნენ ყოველგვარი საშვების გარეშე და დესტრუქციას აწყობდნენ და საშინელებებს სჩადიოდნენ.
არავითარი დაპირისპირება არ არსებობს. პრემიერ-მინისტრი წყვეტს საკადრო საკითხებს კონსტიტუციით, კანონით. ძალიან ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს, აქ არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება, კობახიძე არ არის ვალდებული, რომ ჩემ მიერ დანიშნულ მინისტრებთან იმუშაოს, მას თუ განსხვავებული ხედვა აქვს და გამოვლინდა კიდეც რესპუბლიკურ საავადმყოფოზე, რომ განსხვავებული ხედვა აქვს. ნორმალურია, ჩვენ ვართ განსხვავებული ადამიანები, მე ვარ ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერი არის კობახიძე. ნორმალურია სხვა აზრი ჰქონდეს, არანორმალურია, რომ ყველაფერში ერთი და იგივე აზრი გვქონდეს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.