ომის ვეტერანები შიმშილობის აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი უკვე მესამე დღეა
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან პროტესტის ამ ფორმას მიმართავენ.
ვეტერანები დღეს მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერმა ეკა ბესელიამ და ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა მოინახულეს. შიმშლიობის აქციის ფარგლებში მათ სოლიდარობა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებმაც გამოუცხადეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა ნაწილმა, მათ შორის 1992-93 წლებისა და 2008 წლის საომარი მოქმედებების მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე პერმანენტული საპროტესტო აქციები 27 დეკემბერს დაიწყეს. აქციის ფარგლებში, რამდენიმე ვეტერანი შიმშილობს. ისინი ხელისუფლებას ომის ვეტერანთა მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ, რომ ის ადამიანები, რომლებმაც სამშობლოს წინაშე ვალი პირნათლად მოიხადეს, სათანადოდ დაფასდნენ.
საპროტესტო აქციები 7 იანვრამდე გაგრძელდება. ვეტერანები ახალი წლის ქუჩაში შეხვედრას აპირებენ.