უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინის გეგმა უკრაინის სრული განადგურებაა.
"უბრალოდ არ მგონია, რომ მისი მიზანი იყოს რაიმე ტერიტორიები. დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, მოსახლეობის დაშინება, პუტინის გარემოცვის საჯარო განცხადებები მათ მედიაში - ყველა ეს გზავნილი მიუთითებს იმაზე, რომ, როგორც ამბობენ, მათ არ დაუსრულებიათ მისია და მას შემდგომში გააგრძელებენ.
...ყველა ეს გზავნილი მიუთითებს იმაზე, რომ მისი მიზანია არა ცალკეული ტერიტორიები, არამედ მთელი უკრაინა. ამიტომ, უკრაინის ძალებისა და მოკავშირე პარტნიორობის გარდა, არავინ არაფრის გარანტიას აძლევს უკრაინას.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული არც ერთი ტერიტორიით: ქალაქით ან სოფელით, ყირიმით ან დონბასით. ის დაინტერესებულია უკრაინის სრული განადგურებით და დამოუკიდებელი უკრაინის მიწების რუსეთთან შეერთებით.
მსგავს ქმედებებს ის ან ძალით ან პოლიტიკურად აკეთებს, როგორც მან ბელარუსში გააკეთა - ჯერჯერობით მსხვერპლისა და სისხლის გარეშე. ის მთლიანად აკონტროლებს ბელარუსის უსაფრთხოების ბლოკს და ჯარებს. ამის დასტურია ბელარუსის მხრიდან თავდასხმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ ღამეს.
ეს არის დამოუკიდებელი ქვეყნის დიპლომატიური ოკუპაცია და ბელარუსის სუვერენიტეტის დაკარგვა. უკრაინაში მამ პოლიტიკურად ეს ვერ შეძლო.
...ამიტომ დაიწყო სამხედრო ოკუპაცია. მას არ აქვს გეგმა ყირიმისა და დონბასისთვის. ეს მხოლოდ რიტორიკაა. მისი გეგმაა უკრაინისთვის დამოუკიდებლობის წართმევა,“ - განაცხადა ზელენსკიმ.