ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას, რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება რუსეთის მიერ ოდესაზე იერიშის, რომლის დროსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ქალაქში იმყოფებოდნენ.
"ოდესაზე თავდასხმა პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტისას, რუსეთის მშიშარა ტაქტიკის კიდევ ერთი მაგალითია. [ეს ტაქტიკა] უკრაინისა და ევროპის დაშინების მცდელობაში წარმატებული ვერ იქნება, ეს მხოლოდ გაამყარებს ჩვენს სოლიდარობას," - წერს სალომე ზირაბიშვილი.