საქართველოში ვერ იქნება პრორუსული მთავრობა, იმიტომ, რომ არსებობს მოსახლეობის უწყვეტი ნება, რომ არასოდეს არ დაბრუნდეს რუსეთის წიაღში,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
„როგორც კი ეს გადაჭარბებს რაღაცა ნიშნებს, როგორც კი ეს გავა ამის იქით და ჩნდება ნიშნები პრორუსულობის, ის მთავრობა, ის ხელისუფლება, ის ძალა ვერასოდეს ვერ იქნება, ვერ იარსებებს საქართველოში.
იმიტომ, რომ არსებობს მოსახლეობა და არსებობს უწყვეტი ნება ქართველი მოსახლეობის, რომ არასოდეს არ დაბრუნდეს რუსეთის წიაღში.
ყველა გრძნობს, მითუმეტეს არჩევნების პერიოდში, როცა მივდივართ იქითკენ, რომ არ გაპატიებს არავინ პრორუსულობას ამ ქვეყანაში"- თქვა საქართველოს პრეზიდენტმა ტვ პირველის შეკითხის პასუხად.