რესპუბლიკურ პარტიაში დონალდ ტრამპის მთავარი მოწინააღმდეგე, სამხრეთ კაროლინას ყოფილი გუბერნატორი, ნიკი ჰეილი საარჩევნო რბოლას გამოეთიშება. იუწყება The Wall Street Journal
ნიკი ჰეილის საარჩევნო კამპანიიდან გამოთიშვის შესახებ ცნობა მას შემდეგ გავრცელდა, რაც დონალდ ტრამპმა ე.წ. სუპერ სამშაბათის ფარგლებში გამართულ რესპუბლიკური პარტიის თითქმის ყველა პრაიმერიზში გაიმარჯვა.
ნიკი ჰეილი დღეს სიტყვით გამოვა მშობლიური შტატის, სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტოუნში.
კამპანიის დასაწყისში ჰეილიმ პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა რესპუბლიკელ კანდიდატს, მაგრამ შემდგომში უარი თქვა ამ ვალდებულების ხელახლა დადასტურებაზე, როდესაც ჰკითხეს მის კონკურენტ დონალდ ტრამპის შესახებ.
"გეტყვით, რომ მე სერიოზული შეშფოთება მაქვს დონალდ ტრამპის მიმართ. მე კიდევ უფრო სერიოზული შეშფოთება მაქვს ჯო ბაიდენთან დაკავშირებით", - თქვა მან თებერვალში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში.