მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ თავიანთი პატრონების მიმართ დაიწყო თავის მოწონება და კეკლუცი, ე.წ. მესამე ძალაში ვინ იქნება ლიდერი.
„ეს პროცესი დაიწყეს. უპირატესობა ვის ექნება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გაერთიანებაც ვერ მოხდება იქ, სადაც იდეოლოგი გვარამია და „ლელო“ ამბობს, პოლიტიკური ცენტრი ვიქნებიო.
„ლელოს“ სახელმწიფოს მართვას როგორ ანდობ, მანქანას ვერ მართავენ ისე, რომ არ აუფეთქდეთ. დარჩა ერთადერთი გზა – ხალხი როგორმე შეაკოწიწიონ, რომ იქნებ, საარჩევნო ბარიერი გადაალახინონ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.