უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას 42 დრონით და 5 საზენიტო მართვადი რაკეტით შეუტიეს. უკრაინის დამცველებმა დნოპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ხარკოვის, ვინიცის და სუმის ოლქების რუსების მიერ გაშვებული 42 დრონიდან 38 ჩამოაგდეს.
მარტის დასაწყისიდან, განსაკუთრებით, ოდესის წინააღმდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალების იერიშები გახშირდა.
2 მარტს, დრონებით შეტევის შედეგად ოდესაში დაინგრა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.