უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს, რუსეთმა უკრაინის რეგიონებისკენ დრონები გაუშვა. სამხედროებმა უპილოტო თვითმფრინავების რამდენიმე ჯგუფი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დააფიქსირეს.
განგაში გამოცხადდა სუმის, პოლტავის, ხარკოვის, დონეცკის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში.
ოდესაში აფეთქებების ხმა ორჯერ გაისმა.
უკრაინის 15 რეგიონში საჰაერო თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა. ოდესაში, ადგილობრივი მედიის ცნობით, დრონის თავდასხმის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ელექტროენრგია შეუწყდა.
ქალაქ სუმის სხვადასხვა რაიონში სამი უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა დაფიქსირდა. ამის შესახებ იტყობინება სუმის რეგიონალური პოლიცია. არიან დაშავებულები, მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.