ზურაბ აზარაშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ იმ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს, სადაც თვითონაც იყო ჩართული, - შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისი თქმით, რეალურად ივანიშვილის პარტიის მთავრობა წარმოადგენს ერთ დიდ კორუფციულ კლანს, რომელშიც მორიგეობით მოღვაწეობენ ადამიანები.
„აზარაშვილმა ფაქტობრივად აღიარა ის, რომ იმ კორუფციულ ბუდეს მოწყვიტეს,რომელ კორუფციულ ბუდეშიც თვითონაც იყო ჩართული და დღეს დაიწყო თურმე საუბარი იმაზე, რომ თურმე რომელიღაც წამალი შემოდიოდა არალიცენზირებულად ან არ შემოდიოდა.
რეალურად ივანიშვილის პარტიის მთავრობა წარმოადგენს ერთ დიდ კორუფციულ კლანს ,რომელ კორუფციულ კლანშიც მორიგეობით მოღვაწეობენ ადამიანები. ვიღაცა გამდიდრდება მერე იმას გვერდზე გაწევენ .მერე ახალ გასამდიდრებელ ადამიანს შემოწევენ,მაგრამ რეალურად რაც ხდება ქვეყანაში ხელისუფლების ქმედებები ერთი რამისკენ არის მიმართული, რომ გააღარიბონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.“ - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა