უკრაინული მედიის ცნობით, გასულ ღამეს ოკუპირებულ ქერჩში აფეთქებების ხმები ისმოდა. ადგილობრივების თქმით, აფეთქებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში გაისმა.
რუსული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, აფეთქებები ქალაქის ხუთამდე რაიონში მოხდა. რის შემდეგაც საოკუპაციო ძალებმა ყირიმის ხიდი გადაკეტეს.