აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს კოლორადოს შიდაპარტიულ არჩევნებში, რითიც გაუქმდა შტატის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება.
კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღო. სასამართლომ დაადგინა, რომ აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე ტრამპს არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს.
ტრამპმა აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპი კოლორადოს შტატის ხვალინდელ პრაიმერიზში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.