"ფსევდოლიბერალური პროპაგანდის" წინააღმდეგ კანონპროექტის განხილვაში მონაწილოებასთან დაკავსირებით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ დისკუსიაში ჩართვას აპირებს.
მისი თქმით, საქართველოში ხალხს ძალიან უჭირს და არ შეხვედრია მოქალაქე, რომელიც ამ საკითხს, როგორცპრობლემას, ისე დააყენებდა
„ამ კითხვაზე ჩაჯინება მაგონებს პასაჟს სახარებიდან, როდესაც ფარისევლები ცდიან ქრისტეს, უნდა გადაუხადოს თუ არა ხარკი რომაელებს. ქრისტე თუ იტყვის, რომაელებს ხარკი უნდა გადაუხადონ, მაშინ იტყვიან, რომ აჯანყება უნდა და შფოთის თავია. თუ იტყვის, რომ არ უნდა გადაუხადოს, მაშინ ებრაელები გაბრაზდებიან, რომ რას ჰქვია, ამხელა წნეხი გვაწევს და როგორ გვეუბნება ამასო.
ამ პრობლემასთან დაკავშირებით უნდა ვიხელმძღვანელოთ კონსტიტუციის მეორე თავით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ვაპირებ ამ დისკუსიაში ჩართვას და მაინტერესებს, „ქართული ოცნება“ როგორ გაავლებს ზღვარს. „ქართული ოცნების“ ინიციატიავაა და დიახ, მათი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებებს და, მეორე მხრივ, როგორც ამბობენ, უხამსობასა და გარყვნილებას შორის ზღვარი გაავლონ. ეს ზუსტად ჰგავს ფარისევლების მიერ უფლის გამოცდას.
„ქართული ოცნება“ რადგან აყენებს საკითხს, ეს არის პრობლემა, მაგრამ აქ პრობლემის გადაწყვეტა კი არ უნდა „ქართულ ოცნებას“, მას უნდა, არჩევნების წინ დადგეს და ილაპარაკოს, პაატა მანჯგალაძე გარყვნილების მომხრეაო. მეტი არაფერი აინტერესებთ. მართლა მაინტერესებს ამ საკითხის გადაწყვეტა. როგორც არის ქრისტიანული ტრადიცია და როგორც არის სწორი, ისე უნდა გადაწყდეს. მე ვიქნები შემფასებელი. ეს არის ფარისევლების მიერ გამოცდა იმისთვის, რომ არჩევნებში გამოიყენონ და ილაპარაკონ, ნახეთ, ოპოზიცია გარყვნილების მომხრეაო. ამის საფუძველს ჩვენ მათ არ მივცემთ, ჩვენი ქრისტიანული ტრადიცია არ მოგცემს იმის უფლებას, რომ „ქართული ოცნება“ ასე ვალაპარაკოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.