როგორც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განმარტა, რომ Taurus-ის შორი მოქმედების რაკეტების უკრაინაში გადაცემა შეუძლებელია. მისი თქმით, გერმანიამ უნდა შეინარჩუნოს კონტროლი ამ იარაღის განლაგებაზე და ეს შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე გერმანელი ჯარისკაცების არსებობით, რაც წარმოუდგენელია.
„მიუღებელია იარაღის სისტემის მიწოდება, რომელსაც ძალიან შორი მოქმედების რადიუსი აქვს და ძნელია არ იფიქრო იმაზე, თუ როგორ შეგიძლია გააკონტროლო ეს სისტემა. კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ გერმანელი ჯარისკაცების მონაწილეობით, რაც გამორიცხულია,”- თქვა შოლცმა.
მან უკრაინაში შორი მანძილის რაკეტების შესაძლო გადაცემის შესახებ დებატებს "უცნაური" უწოდა და გაიხსენა, რომ გერმანიამ წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის შვიდი მილიარდი ევრო გამოყო.
კანცლერმა აღნიშნა, რომ ეს თანხა ბევრად აღემატება სხვა ევროპულ ქვეყნების მიერ გაწეულ დახმარებას.
გასულ კვირას შოლცმა კიდევ ერთხელ გამორიცხა უკრაინაში Taurus-ის რაკეტების გაგზავნა და განაცხადა, რომ ეს რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე იქნებოდა.