საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა.
პრეზიდენტმა და ელჩებმა ისაუბრეს პრეზიდენტის ინიციატივის - "ერთობის პლატფორმა ევროპისათვის“ - მიზანსა და მნიშვნელობაზე, ასევე, განიხილეს საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობა და მონაწილეობის საჭიროებები და 2024 წლის არჩევნებში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის მნიშვნელობა.