აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მხარეებსღაზის სექტორში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„ღაზაში, ტანჯვის უდიდესი მასშტაბის გათვალისწინებით, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა საჭირო, სულ მცირე მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში მაინც. ეს განიხილება ახლა“, - თქვა ჰარისმა.
ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზის მოსახლეობა შიმშილობს და ცხოვრობს არაადამიანურ პირობებში და მოუწოდა ისრაელის მთავრობას მნიშვნელოვნად გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების შედინება რეგიონში.
გასულ შაბათ-კვირას ეგვიპტეში უნდა გამართულიყო მოლაპარაკებები ჰამასსა და ისრაელს შორის დროებითი ზავის შესახებ, რომელიც დაემთხვა მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასაწყისს. თუმცა, ისრაელმა უგულებელყო შეხვედრა. ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ისრაელის წარმომადგენლები ეგვიპტეში გაემგზავრებიან მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჰამასი წარუდგენს ღაზის სექტორში მყოფი მძევლების სიას.
""ჰამასი ამბობს, რომ მას ცეცხლის შეწყვეტა სურს. ასე, რომ შეთანხმება მაგიდაზეა და, როგორც ვთქვით, ჰამასი უნდა დაეთანხმოს მას", - თქვა ჰარისმა.
ეგვიპტე და კატარი მოქმედებენ როგორც შუამავლები ჰამასსა და ისრაელს შორის, რომლებიც უშუალოდ არ აწარმოებენ მოლაპარაკებებს ერთმანეთთან.