გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებენ.
ბერბოკის თქმით, ევროპაში „რუხი ზონები“ აღარ უნდა დარჩეს.
"ევროპაში "რუხი ზონები" აღარ უნდა არსებობდეს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა ჩავკეტოთ ფლანგები, რომელთა გამოყენებაც რუსეთს თავისი დესტაბილიზაციური, დეზინფორმაციული და შეღწევის პოლიტიკისთვის შეუძლია. ეს მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერას მათი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, მათი მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პერსპექტივების შეთავაზებაში”, - განაცხადა ბერბოკმა.
მის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდასაჭერად.
„რუსეთის სასტიკი იმპერიალიზმის წინაშე, გეოპოლიტიკურ აუცილებლობად იქცა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს მხარდასაჭერად. ამასთან, ევროკავშირის საერთო ამოცანაა, მოვემზადოთ მომავლისთვის, ვიდრე ევროპულ მაგიდას ახალ სკამებს დავამატებთ," - განაცხად ბერბოკმა.