ახლადგაფართოებული ნატო 4 მარტიდან თავდაცვით წვრთნებს იწყებს. წვრთნებში13 ქვეყნიდან 20 ათასზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. იუწყება АР
სწავლება Nordic Response-2024 ალიანსის ჩრდილოეთ ქვეყნები - ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში გაიმართება.
ფინეთი პირველად მიიღებს მონაწილეობას ნატო-ს თავდაცვით წვრთნებში, როგორც ალიანსის წევრი. წვრთნებში 4 ათასზე მეტი ფინელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.
წვრთნები 15 მარტამდე გაგრძელდება ბელგიის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში მონაწილე ჯარების დაახლოებით ნახევარი ჩაერთვება ხმელეთზე, დანარჩენი კი ზღვაზე.
კერძოდ, ჩართული იქნება 50-ზე მეტი წყალქვეშა ნავი, ფრეგატი, კორვეტი, ავიამზიდი და სხვადასხვა სადესანტო ხომალდი, ხოლო ჰაერში - 100-ზე მეტი გამანადგურებელი, სატრანსპორტო თვითმფრინავი, საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავი და ვერტმფრენი.
ნორვეგიელი სამხედროების განცხადებით, ერთობლივი წვრთნები სკანდინავიის რეგიონის დაცვასა და თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული.