დღეიდან თბილისში დედაქალაქის მერიის კიდევ ერთი ახალი პროექტი "უსაფრთხო ზამთარი" ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ბუნებრივი აირის გამათბობელი აქვს მისი ვარგისიანობის ან სწორი მონტაჟის შესამოწმებლად შესაბამისი ჯგუფის გამოძახება უფასოდ შეუძლია.
შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის მერ გიგი უგულავასა და თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის "ყაზტრანსგაზ თბილისის" წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული.
"მოვუწოდებ თბილისელებს, იყვნენ ფრთხილად და მობილიზებულად. ამასთან, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას დაგვირეკონ და შეამოწმონ როგორც გამათბობლის ვარგისიანობა, ასევე ის, თუ რამდენად სწორადაა დამონტაჟებული ის", - განაცხადა უგუგლავამ.
აღსანიშნავია, რომ "ყაზტრანსგაზის" შესაბამისი ჯგუფის გამოსაძახებლად მოქალაქეებმა მერიის ცხელ ხაზზე 72 22 22-ზე უნდა დარეკონ.