უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში, საცხოვრებელ სახლზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა.
„მეცხრე დაღუპულის გვერდით ნაპოვნია ჩვილის ცხედარი“, - განაცხადა ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეჰ კიპერმა.
მანამდე, მაშველებმა ნანგრევებში ორი ბავშვი ს სამი თვისა და სამიწ ლის ბავშვბეის ცხედრები იპოვეს.
2 მარტს, ნანგრევების ქვეშ მაშველებმა 3 თვის ბავშვის და მისი დედის ცხედრები იპოვეს. თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 წლის ბავშვიც.
რუსეთმა 8 დრონი ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეჯახა.
3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.