რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ გენდერული იდეოლოგია, რომელიც შლის ქალსა და კაცს შორის განსხვავებას, კაცობრიობის უდიდესი საფრთხეა. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ვატიკანში მიმდინარე საერთაშორისო ანთროპოლოგიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
”დღეს ყველაზე დიდი საფრთხე არის გენდერული იდეოლოგია, რომელიც შლის განსხვავებებს,” - თქვა მან და აღნიშნა, რომ მან მოითხოვა კვლევა ”ჩვენი დროის ამ მახინჯი იდეოლოგიის შესახებ, რომელიც შლის განსხვავებებს და ყველას თანასწორს ხდის”.