უკრაინული მედიის ცნობით, ოდესაში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა. მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადმიანის ცხედარი ამოიყვანეს.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე ნანგრევებისაგნ გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებენ.
რუსეთმა 8 დრონი ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეჯახა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები.