გამარჯვების შემდეგ, პირველივე დღეს დავხურავ ბაიდენის ადმინისტრაციის ყველა ღია საზღვარს და დავიწყებთ ამერიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ დეპორტაციას - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
ტრამპის განცხადებას შეკრებილი ადამანები ოვაციებით შეხვდნენ.
ტრამპმა ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„მე თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ, როგორც თქვენი ყოფილი და იმედია, მომავალი პრეზიდენტი, არამედ, როგორც ამაყი პოლიტიკური დისიდენტი და თაღლითი რეჟიმის საჯარო მტერი. ეს არის თაღლითური და საშიში მანქანა. ეს არის ანტიდემოკრატიული მანქანა. ეს ადამიანები არიან ბანდიტები და მჩაგვრელები“, – განაცხადა ტრამპმა.
ტელეარხ Fox News-ი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ 2023 წლის დეკემბერში მექსიკიდან აშშ-ში არალეგალი მიგრანტების რაოდენობამ 302 ათასს გადააჭარბა, რაც აბსოლუტური ისტორიული რეკორდია.