აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კოკუსში მიჩიგანის, მისურისა და აიდაჰოს შტატებში. იუწყება Reuters
გამოცემა აღნიშნავს, რომ შაბათს, 2 მარტს ტრამპმა იოლად მოიგო რესპუბლიკელების კოკუსები მიჩიგანში, სადაც პარტიის შიგნით შიდა დაპირისპორებაა, რის გამოც ზოგიერთი რესპუბლიკელი შიშობს, რომ ამან, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ტრამპის კამპანიას მთავარ შტატში.
Edison Research-ის მონაცემებით, შაბათს აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე მოიგო რესპუბლიკური პარტიის კოკუსები მისურისა და აიდაჰოს შტატებში.
სამივე შტატში ტრამპმა დაამარცხა ნიკი ჰეილი, მისი მთავარი რესპუბლიკელი კონკურენტი.
მიჩიგანის რესპუბლიკური პარტიის ცნობით, ტრამპმა ჰეილი დაამარცხა 13-ვე ოლქში, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობდნენ.