უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღისა და საჰაერო თავდაცვის მიწოდების შეფერხება იწვევს დანაკარგებს, მათ შორის ბავშვების. მისი თქმით, პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გამო უკრაინის თავდაცვა იზღუდება. ამის შესახებ მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
"მსოფლიომ იცის, რა შეიძლება დაუპირისპირდეს ტერორს. მსოფლიოს აქვს საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები, სისტემები "შაჰედებისგან" და რაკეტებისგან დასაცავად. და უკრაინაში იარაღის მიწოდების შეფერხება, ჩვენი ხალხის დასაცავად საჰაერო თავდაცვის შეფერხება იწვევს, სამწუხაროდ, ასეთ დანაკარგებს {როგორც შაბათს ღამით ოდესაში მოხდა}, იწვევს იმას, რომ მუდმივად იზრდება იმ ბავშვების სია, რომლებსაც რუსეთი სიცოცხლეს ართმევს.
უკრაინას სიცოცხლის დასაცავად, იმაზე მეტი არაფერი მოუთხოვია, რაც საჭირო იყო. როდესაც სიცოცხლეებს ვკარგავთ და პარტნიორებს უბრალოდ აქვთ შიდა პოლიტიკური თამაშები ან დავა, რაც ზღუდავს ჩვენს თავდაცვას, ამის გაგება შეუძლებელია. ამაზე დათანხმება შეუძლებელია. მისი დავიწყება შეუძლებელი იქნება - მსოფლიო დაიმახსოვრებს ამას," - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ისაუბრა ოდესაზე რუსეთის იერიშის შესახებ, რომელსაც მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ, მათ შორის ბავშვები.
"ამ დროისთვის ცნობილია შვიდი დაღუპულის შესახებ, მათ შორის ორი ბავშვია. შვილი ოთხი თვისაა, ტიმოფეი ერქვა. ბიჭი კი მარკია, მას ჯერ არ შესრულებოდა სამი წელი... რვა ადამიანი. დაშავდა - კიდევ ერთი ბავშვი, სამი წლის, გოგონა“, - განაცხადა მან.